среда, 27 мая 2009 г.

სვანეთი


 მხარის ზოგადი დახასიათება:

  სამეგრელო _ ზემო სვანეთის მხარე ორი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციისაგან შედგება_ სამეგრელო და ზემო სვანეთი.

  დასავლეთიდან სამეგრელო_ზემო სვანეთს აფხაზეთი და შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან მათავარი წყალგამყოფი ქედი, ჩრდილო_აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რაჭა_ლეჩხუმი_ზემო სვანეთი, ხოლო სამხრეთ_აღმოსავლეთიდან კი იმერეთი ესაზღვრება.

  სამეგრელო_ზემო სვანეთის ფართობი _ 7, 44000კმ._ია.

     ,,თუ თქვენ ცოტათი მაინც გიყვართ საქრთველო, აუცილებლად გაემგზავრებით სვანეთში“, _ ურჩევდა თავის თანამედროვეებს დიდი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე .
    იმ დროს უგზო სვანეთის მონახულება უბრალო საქმე არ იყო , მაგრამ მიუხედავად ამისა იქ მომხვედრი განცვიფრებული იყო საოცარი ბუნებით, ეცნობოდა ძველ გადმონაშთებს , ხალხური შემოქმედების უნიკალურ ნიმუშებს.
    დღეს ,, ათასი კოშკის“ მხარეში მოხვედრას ოცნებობს ყოველი ტურისტი, საქართველოს ყოველი სტუმარი.
  ეს ტერიტორია საუკუნეების მაძილზე იყო სიმბოლო. ამაყი თავისუფლებისმოყვარეობისა.
აქ ჟღერდა ქართული სიტყვა და ლომის გამოსახულება იყო დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროშაზე.

 სვანეთში ხაჭაპურს ძირითადად სტუმრისათვის და საძღვნოდ აცხობენ. ხაჭაპურის ყველში ცოტა სიმინდის ფქვილს ურევენ და აკრავენ გახურებულ ტაფაზე, ან კეცზე.